პატარა ბიჭი, რომელმაც პირველად ნახა ახალი ფეხსაცმელი - უნიკალური ფოტოს ისტორია

პატარა ბიჭი, რომელმაც პირველად ნახა ახალი ფეხსაცმელი - უნიკალური ფოტოს ისტორია

70 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად დაიბეჭდა პატარა ბიჭის ფოტო, რომელიც გულში იკრავს ახალ ფეხსაცმელს. სიძველის მიუხედავად, სურათი ინტერნეტში ამ დრომდე ვირუსულად ვრცელდება.

ფოტო 1946 წლის 30 დეკემბერს ჟურნალში LIFE დაიბეჭდა.

"სანტა კლაუსი ბევრ ევროპელ ბავშვთან მივიდა საშობაოდ. ვენაში მდებარე ჰიმელის ობოლ ბავშვთა თავშესაფარში ამერიკული წითელი ჯვრის დიდი ყუთი მივიდა, შიგნით კი ფეხსაცმელი, ქურთუკები, კაბები აღმოჩნდა. თავშესაფრის ყველა ბავშვი ამ ბიჭივით ბედნიერი იყო, რადგან მათ ახალი ტანსაცმელი პირველად ნახეს," - ეწერა ფოტოს კომენტარად.

ჟურნალში ბიჭის ვინაობის შესახებ არაფერი დაუწერიათ, მისი სახელი და გვარი უცნობია.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ