პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა

პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა

სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. უწმინდესმა ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა. უწმინდესთან ერთად ტატუნაშვილების ოჯახში მივიდნენ სასულიერო პირებიც. ტატუნაშვილის სახლთან იმყოფება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. სახლთან ასევე აღმართულია საქართველოს დროშა.

იხილეთ კადრები: პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. ცხედრის გადმოსვენების საკითხში წითელი ჯვრის კომიტეტი იყო ჩართული.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ