"ბომბი რომ ჩამოვარდა, მამამ შორს გადამაგდო, თვითონ კი გარდაიცვალა" - 7 წლის ბიჭი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მუდმივად იღიმის

"ბომბი რომ ჩამოვარდა, მამამ შორს გადამაგდო, თვითონ კი გარდაიცვალა" - 7 წლის ბიჭი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მუდმივად იღიმის

7 წლის მუსტაფას ამბავი, რომელიც მსოფლიოს "ბიბისიმ" გააცნო, ვირუსულად ვრცელდება. სირიელი ბიჭი იორდანიაში ცხოვრობს დასთან და ბებიასთან ერთად, ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ბომბმა პატარა ბიჭს ტვინის ნაწილი და მენჯ-ბარძაყი დაუზიანა, ამის გამო მუსტაფა ნაწილობრივ პარალიზებულია და სიარული უჭირს.

ყველაფრის მიუხედავად, ბიჭი მუდმივად იღიმება.

მუსტაფას მამა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც შვილის გადარჩენას ცდილობდა. ბიჭი მას ხელში ეჭირა, როდესაც ბომბი ჩამოვარდა. მუსტაფა იხსენებს, რომ მამამ მოშორებით გადააგდო, ბომბმა მამაკაცი მოკლა, მუსტაფა კი დააზიანა.

მოგონებები მშობლებზე ნელ-ნელა უფერულდება. ჟურნალისტის კითხვაზე, რა ახსოვს დედის და მამის შესახებ, ბიჭი ვერაფერს პასუხობს.

მუსტაფას შეზღუდული შესაძლებლობები არ აშინებს. დადის სკოლაში, მეგობრებთან ერთად თამაშობს ფეხბურთს, თუმცა მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდება.

ექიმი-მასაჟისტი, რომელიც მუსტაფას მკურნალობს, ამბობს, რომ ბავშვი ხშირად ეძახის დედას.

"ყველა სეანსის დროს ასე ხდება, ვგრძნობ, როგორ სჭირდება დედა," - ამბობს ექიმი.

ომმა სირიაში ბავშვების მთელი თაობა სხეულის დაზიანებებით დატოვა. ორგანიზაციის Save the Children ინფორმაციით, დახმარება სირიაში 5.3 მილიონამდე ბავშვს სჭირდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე