„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ექვსივე ბრალდებული პირი მანდატურის სამსახურმა სხდომათა დარბაზიდანვე გადაიყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს