როგორ გადაანაწილოთ ყურადღება, თუ ორი, ან მეტი შვილი გყავთ

როგორ გადაანაწილოთ ყურადღება, თუ ორი, ან მეტი შვილი გყავთ

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც თავს იჩენს ოჯახებში, სადაც სამი და მეტი ბავშვია. როგორც კი ოჯახი სამშვილიანი ხდება, თითოეულ ბავშვს ერგება მშობლების ნორმალური და არა უწინდებურად ჭარბი ყურადღება. ეს ბუნებრივია - ჩვეულებრივ, დედ-მამა "დაპროგრამებულია" არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი შვილის აღზრდაზე.

ოჯახში შვილების რაოდენობა თანდათან იზრდება. პატარები ჰაერივით ავსებენ ოჯახის სივრცეს. ერთ ბავშვს მშობლების ყურადღება პერსონალურად ეკუთვნის, ორი თანაბრად იყოფს, სამი კი იერიშით მოიპოვებს მას. ნურც ეცდებით, სამივე შვილს ერთდროულად მიაქციოთ ყურადღება - ეს ტექნიკურად შეუძლებელია და ამას ვერც ერთი დედა ვერ შეძლებს. დიდ ოჯახებში ბავშვები ძალიან აფასებენ დედის ინდივიდუალურ ყურადღებას. ის ხანმოკლე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დედა მხოლოდ "მისია", ბავშვისთვის დიდი სტიმულია, ნებისმიერ შაქარლამაზე უფრო ტკბილი. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო უკეთესად თამაშობენ ისინი ერთმანეთთან. ეს ბუნებრივია - ჩნდება თამაშისდროს პარტნიორის არჩევის შანსი, ფსიქოლოგიური სივრცე საგრძნობლად ფართოვდება. რასაკვირველია, ეს ეხება იმ პერიოდს, როცა მესამე ბავშვიც იმდენად წამოიზრდება, რომ თამაშის სრულფასოვანი მონაწილე გახდება.

უფროსების განსაკუთრებული მდგომარეობა

უფროსი შვილი ერთადერთია, რომელსაც ახსოვს თავისი "გაბატონებული" მდგომარეობა, დრო, როცა ის დედისერთა იყო და მშობლების ყურადღებას არავის უზიარებდა. უფროსი შვილი, წესისამებრ, იძულებულია, ნადრევად "გაიზარდოს". უმცროსი და-ძმები წუთითაც არ აძლევენ მას პატარა ბავშვის ფსიქოლოგიურ ნიშაში დაბრუნების შანსს. უფროსს კი ძალიან უნდა, ცოტა ხნით მაინც ისევ გახდეს პატარა. მისი ეს ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებმა უნდა გაიზიარონ და ამის გამო მკაცრად არ უნდა მოეპყრონ შვილს. თუ უფროს შვილს მეტისმეტად გადავტვირთავთ უმცროსებზე ზრუნვით, უმცროსი და-ძმები მისთვის შესაძლოა ზედმეტ ტვირთად იქცნენ. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი შვილის მოვალეობები სავსებით უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ შესაძლებლობებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვს საერთოდ არ უნდა დავავალოთ ჩვილის ეტლთან ან საწოლთან დიდხანს ჯდომა, ხოლო სასკოლო ასაკისას უმცროსის მხოლოდ ნახევარი საათით გართობა შეიძლება ვთხოვოთ. უფროს ბავშვს უნდა დარჩეს დრო თავისი ცხოვრებისთვის, თავისი გატაცებებისთვის. ამ შემთხვევაში ის საკუთარი ნებით დაიწყებს პატარასთან თამაშს და ეს სულაც აღარ მოეჩვენება დამთრგუნველ დავალებად. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი