სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გიორგი მიქელაძე სასტუმრო "ლეოგრანდში" ტექნიკურ საწყობს კურირებდა და გამოძიება უსაფუძლოდ ედავება. ადვოკატის თქმით, იგი გიორგი მიქელაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.

როგორც პაატა ბოლქვაძე აცხადებს, დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელებს. "ხანძარი ტექნიკურ საწყობში არ გაჩენილა, ხანძარი იყო საქვაბეში, რომლის კონტროლიც მას არ ევალეობდა", - აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდეიმე წუთში დაიწყება.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს