მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება

მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში გონებადაკარგული იპოვეს. იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მათ მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია. მალევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულეს და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის დაწყებული დიპლომატიური ომი სულ უფრო მასშტაბური ხდება, მასში ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთვნენ, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებიც.

მას მერე, რაც ევროკავშირმა რუსეთის ელჩი გაიწვია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება. ბრიტანული The Times-ის ინფორმაცით, ეს პროცესი 26 მარტიდან დაიწყება. გაზეთი წერს, რომ 23 მარტს ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმდაითანხმა საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა და ირლანდია გადაედგათ ეს ნაბიჯი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოაშკარავებული რუსული ჯაშუშური ქსელის დასაზიანებლად. „რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ ცნობს საზღვრებს და ვფიქრობ, ნათელია, რომ რუსეთი უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, როგორც ევროპელები. მართებულია, რომ ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიპლომატების საკუთარი ქვეყნებიდან გაძევების პროცესში მონაწილეობას: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ, ინგლისურმა გამოცემამ The Guardian-მა ლონდონში რუსი ოლიგარქების კუთვნილი აპარტამენტების, სახლებისა და მამულების ადგილმდებარეობა გამოაქვეყნა.

„მაგნიტსკის სიის“ ინგლისური ვარიანტის მიღების შემთხვევაში ამ ქონებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ კონფისკაცია ემუქრება.

ექსპერტთა დიდი ნაწილი ელის, რომ დიდი ბრიტანეთის შემდგომი ნაბიჯი რუსეთის დასჯის გზაზე სწორედ ასეთი სიის შექმნა იქნება.

The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მთელი ეს ქონება კორუფციული წარმოშობის კაპიტალით არის შეძენილი.

სტატიის ავტორის წერს, რუსმა მაღალჩინოსნებმა და ოლიგარქებმა უნდა გაასაჯაროონ დიდ ბრიტანეთში არსებული მათი ქონების შესახებ ინფორმაცია. ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, რუსი ოლიგარქები ინგლისში 1,1 მლრდ ფუნტი სტერლინგის უძრავ ქონებას ფლობენ. ეს ქონება ძირითადად ლონდონის ტერიტორიაზეა და მისი რეალური ფასი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, ვინაიდან მფლობელები შენაძენის რეალური ფასის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოყვანილი უძრავი ქონების მფლობელები არიან რუსი ოლიგარქები და მოქმედი სახელმწიფო მოხელეები. მილიარდერი რომან აბრამოვიჩის უძრავი ქონების ღირებულება 90 მლნ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რუსეთის ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის ქონება - 11 მლნ ფუნტ სტერლინგს.

მიმდინარე პროცესებში ექსპერტთა ნაწილი ახალი "ცივი ომის" დასაწყისის ნიშნებსაც ხედავს. მართლაც მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი და ყოვლისმომცველი კონფლიქტის გაჩაღება?

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:- თუ სკრიპალის თემას მივაბამთ წინა მკვლელობების, ბერეზოვსკის, ლიტვინენკოსა და ა.შ., ამბებს, აშკარაა, რომ რუსეთი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქამდეც იშორებდა არასასურველ ხალხს, რაზეც ბრიტანეთი მძაფრად რეაგირებდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამას მძაფრი რეაგირება აღარ ჰქვია. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე