რა იცის "ფეისბუქმა" თქვენს შესახებ - შეგიძლიათ, ინფორმაცია ახლავე ნახოთ

რა იცის "ფეისბუქმა" თქვენს შესახებ - შეგიძლიათ, ინფორმაცია ახლავე ნახოთ

"ფეისბუქის" გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება - ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ "კემბრიჯ ანალიტიკამ" "ფეისბუქის" მომხმარებლების პირადი მონაცემები მოიპოვა.

მარკ ცუკერბერგმა "სიენენთან" ინტერვიუს დროს მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

"ეს იყო ნდობის და იმედის გაცრუება, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, ადამიანების მონაცემები დავიცვათ და თუ ამას ვერ შევძლებთ, არ ვართ ღირსი, ხალხს ვემსახურებოდეთ.

ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდეს," - განაცხადა "ფეისბუქის" დამფუძნებელმა.

სკანდალის აგორების პარალელურად მომხმარებლები ინტერესდებიან, რა იცის სოციალურმა ქსელმა მათ შესახებ.

შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ სრული ინფორმაცია, რაც თქვენს შესახებ "ფეისბუქზე" ინახება :

1. შედით თქვენს ანგარიშზე

2. აირჩიეთ „პარამეტრები“ (Settings)

3. მოძებნეთ მარჯვენა ზოლში, სულ ბოლოს Facebook-ის მონაცემების ასლის ჩამოტვირთვა (Download a copy of your Facebook data).

4. მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

5. როდესაც მონაცემები მზად იქნება, თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწევთ პაროლის შეყვანა, შემდეგ კი შეგიძლიათ შეუდგეთ კითხვას.

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი

რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ