უკრაინაში „კანონიერი ქურდი“ რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს

უკრაინაში „კანონიერი ქურდი“ რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს

კიევში სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი“ რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

„კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი იქნება განხილული“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, 45 წლის რამაზ წიქორიძემ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 1998 წელს მიიღო. ის უკრაინაში 2011 წლიდან იმყოფება. ამ დროის განმავლობაში ის რამდენჯერმე იყო დაკავებული და გაძევებული უკრაინიდან, თუმცა სხვა დოკუმენტებით ახერხებდა დაბრუნებას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს