ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს - როგორ პასუხობს რუსეთი?

ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს - როგორ პასუხობს რუსეთი?

სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

უპასუხოდ რუსეთს არც აშშ დაუტოვებია.

რუსეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის სულ მცირე 60 თანამშრომელს გააძევებენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განუცხადა.

„გასაგებია, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს, თუმცა, ყველას ესმის, რომ ზომები ასეთივე იქნება და შეეხება იმავე რაოდენობის თანამშრომელს, ვინაიდან რაოდენობის მიხედვით ჩვენ ერთნაირი დიპლომატიური მისიები გვაქვს. აშშ პასუხად ასეთ „საჩუქარს“ მიიღებს“, - განაცხადა ჯაბაროვმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე