ყვავილების საოცარი ბაღი ზუგდიდში, რომელსაც ცოლ-ქმარი 40 წელია აშენებს

ყვავილების საოცარი ბაღი ზუგდიდში, რომელსაც ცოლ-ქმარი 40 წელია აშენებს

ლალი თოდუა უკვე 40 წელია ყვავილების მოვლით, გახარებით, გამრავლებით არის დაკავებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ცხოვრება ყვავილებს მიუძღვნა. ქალბატონ ლალის ზუგდიდში ყველა იცნობს. მისი საოცარი ბაღი მნახველს გულგრილს არასოდეს ტოვებს. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ვარდების ხეივანმა მიიქცია, რომლიც პატარძალივით გამოიყურება და ეზოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეუღლის დახმარებით ქალბატონმა ლალიმ ბაღში ორასი სახეობის ყვავილს მოუყარა თავი.

- ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები. სექტემბრის თვეში 40 წელი გახდება, რაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით. მაშინ დავიწყეთ ყვავილების შეგროვება და დღემდე ვაგროვებთ. უკვე ორასამდე სახეობის მცენარე მოვაგროვეთ. თითო-თითო ნერგს ვყიდულობდი და მერე მე თვითონ ვჭრიდი, ტოტებს, ვაფესვიანებდი და ვამრავლებდი.

- საკმაოდ გრძელი გზა გაგივლიათ. რთული არ იყო ამ გზის გავლა?

- კი, საკმაოდ. პირველ რიგში ამ ყველაფერს სჭირდება თანხა. შესაძენია ქოთნები, საჭიროა პატარ-პატარა სათბურები. ყვავილებს სჭირდება ტორფი, ქვიშა. ეს დიდ თანხებთან და შრომასთან არის დაკავშირებული. ჩემი მეუღლე მიდგას გვერდით და ნელ-ნელა ვახერხებთ ყველაფერს.

- მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ემსახურებით, თუ სხვა საქმითაც იყავით დაკავებული?

- 90-იან წლებში მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით სკოლაში. რომ აირია ყველაფერი დავრჩით უმუშევრები. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ყვავილებისთვის დაგვეთმო მთელი დრო. მოთხოვნაც დიდი იყო ყვავილებზე... განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ