ავტორი:

წინაპრები, რომელთაც წლებია ეძებთ - საფრანგეთის ქართველი პარტიზანების და ყირიმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარები

წინაპრები, რომელთაც წლებია ეძებთ - საფრანგეთის ქართველი პარტიზანების და ყირიმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარები

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამარხების და აქამდე დახურული არქივების გახსნისას, ასევე საკონცენტრაციო ბანაკების საიდუმლო დოკუმენტაციისა და არაერთ ქვეყანაში მიმოფანტული ძმათა სასაფლაოების შესწავლისას, მრავალი ქართული გვარი დაფიქსირდა... მათ უმეტესობას, ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ. სპეციალურმა კომისიამ საფრანგეთში ტყვეობაში მყოფი, შემდეგ კი, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში გადასული მებრძოლების საფლავები იპოვა, რომელთა სია ასე გამოიყურება:

(კომისიის ხელმძღვანელის ნატალია ძიუბას თქმით, სიებში ბევრი რამ, მათ შორის რამდენიმე მისამართი დასაზუსტებელია)

ჩხენკელი ვანო (ივანე) ალექსანდრეს ძე, დაიბადა 1920 წელს, ბათუმში, ფრუნზეს 46 ნომერში. დაიღუპა 1944 წლის 30 აგვისტოს.

აბულაძე სულიკო (პარტიზანი) მანგლისიდან, დაიღუპა 1943 წლის 25 სექტემბერს.

ებალიძე დავითი ბესარიონის ძე დაბადებული 1916 წელს, დედა ლენა გლახოს ასული. დაბადების ადგილი ლანჩხუთის რაიონი. დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს.

მირიანაშვილი არჩილი, სიღნაღის რაიონი, ანაგი. მძიმედ დაჭრილი იყო და 1943 წლის სექტემბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პეტრიაშვილი აბელი, დაბადების ადგილი რაჭა, ონის რაიონი. დახვრიტეს 1943 წლის 25 ნოემბერს.

ვლადიმერ ბიბილაშვილი, დაბადებული 1918 წელს. მეუღლე მეტრონა დენიტოშვილი. მისამართი ზუსტდება. ასევე ნაპოვნია შემდეგი გვარები: აბრამიძე, მარგებაძე, გიორგი ჯიქია.

რაც შეეხება ახლახან აღმოჩენილი არქივის სიას:

სიჭინავა ვარლამი, დაბადებული 1913 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში. დაიღუპა სევასტოპოლში, 1942 წლის 1942 წლის 27 ივნისს.

ტაბაღუა ალექსანდრე, დაბადებული ხობის რაიონში, სოფელ საჯიჯაოში, დაიღუპა 1944 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია საფრანგეთში, ტარნში, ბლეი-ლე-მინი -81.

ლაფერაშვილი დავით ალექსის ძე, დაბადებული 1908 წელს საგარეჯოს რაიონი, სოფელ უდაბნო. დაიღუპა ტუბერკულოზით, ვარშავაში.

ურდულაშვილი (ან კურდულაშვილი) დავით ნიკოლაის ძე, დაბადებული 1922 წელს, საგარეჯოში. დაიღუპა ვარშავაში, ტყვეობისას, 1943 წლის სექტემბერში.

მეფარიძე აბრამ, დაბადებული საგარეჯოს რაიონში. დაიღუპა ვარშავაში, ავადმყოფობით 1942 წლის სექტემბერში.

ბიწკინაშვილი ილია სოლომონის ძე, დაბადების ადგილი 1904 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. ბოლო წერილის გაგზავნა 1942 წლის მაისში შეძლო. დაიღუპა 1942 წლის აგვისტოში (დაღუპვის ადგილად მითითებულია "ბელაია ცერკოვ") მეუღლე - თამარ მიხეილის ასული, ქალიშვილი ქეთევანი, ვაჟები - თენგიზი და აკაკი.

ყირიმის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ცნობით, 9 მაისს ყირიმში იგეგმება, ქალაქ არმიანსკში ნაპოვნი ჯარისკაცების კონან იაკიმის ძე დარსაველიძის, გიორგი ილიას ძე ტიგიშვილის, რადეკო ნიკოლოზის ძე ხაბეზაშვილის სამხედრო პატივით დაკრძალვა. ასევე, ძებნითი კომისია ცდილობს დაუკავშირდეს ვლადიმერ ბიბილაშვილის ოჯახს, რათა როსტოვის ოლქში მემორიალურ დაფაზე დაღუპულთა გვარები განთავსდეს. ამ ცერემონიაზე კი, მათი ოჯახის წევრების მიწვევა იგეგმება...

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს