ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს

ესპანეთის ქალაქ ოვიედოში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ბრალდებულები ოვიედოში და კანტაბრიის რეგიონის სხვა ქალაქებში სახლების გაძარცვით იყვნენ დაკავებულები. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრძანებებს ისინი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისგან იღებდნენ.

დაკავებულების მანქანაში სამართალდამცველებმა ქალაქ სანტანდერში გაძარცვული სახლიდან წაღებული ნივთები და ე.წ. ატმიჩკები აღმოაჩინეს.

საერთო ჯამში პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს 10 სახლის გაძარცვას ედავება. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ საცხოვრებელი ბინა და ისინი ღამეებს გერმანიაში ნაყიდ ავტომობილში ათევდნენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს