აუქციონზე გატანილი ხე 20 020 ლარად გაიყიდა

აუქციონზე გატანილი ხე 20 020 ლარად გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 20 020 ლარად გაიყიდა.

აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა. მონაწილეობას კიდევ ერთი პრეტენდენტი იღებდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

ფონდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ტენდერით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, რომელსაც ასწლოვანი ხის შესყიდვა სურდა, რომელიც მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მომავალშიც აპირებენ მსგავს აუქციონსა და ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა, რათა ხელი შეეშალონ ქვეყანაში უკანონო გასხვისებებს, რაც, მათივე შეფასებით, ქვეყნის მცხოვრებთათვის ზარალის მომტანია.

იხილეთ ვიდეო: ევკალიპტის ასწლოვანი ხე, რომლის ყიდვასაც ივანიშვილი გეგმავდა, აუქციონზე 20 020 ლარად გაიყიდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ