ავტორი:

ვერსიები გადამალულ ცხედრებზე და კემეროვოში ჩუმად ჩასული პუტინი - რას წერს რუსული მედია ტრაგედიაზე

ვერსიები გადამალულ ცხედრებზე და კემეროვოში ჩუმად ჩასული პუტინი - რას წერს რუსული მედია ტრაგედიაზე

მთელი მსოფლიო შეძრა რუსეთის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა ტრაგედიამ, თუმცა ცნობები, რომელიც მომხდარის გარშემო ვრცელდება, არანაკლებ მძიმეა - Эхо Москвы-ს ინფორმაციით, მსხვერპლი გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი კემეროვოში მალულად ჩაფრინდა და დაღუპული ბავშვების მშობლებსა და ახლობლებს არ შეხვედრია. ტრაგედიის ადგილზე ახლადარჩეული პრეზიდენტი დაცვით გარშემორტყმული მივიდა.

“სამაგიეროდ, გამოვიდა ტელევიზიით და დამწუხრებული სახით ისაუბრა... მის სინდისზე იყოს ეს ქმედება, რაც ადამიანობისგან ძალიან შორის არის...” - წერს პუბლიკაციის ავტორი გენადი გუდკოვი, რომლის თქმითაც მსხვერპლი ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია.

ამასთან, გამოცემა lenta.ru კიდევ ერთი დარღვევაზე, საუბრობს. მათი ინფორმაციით, კემეროვოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ლაპარაკს უკრძალავენ... იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც გასართობ ცენტრში იყოფებოდნენ, თუმცა 64 დაღუპულს შორის არ არიან, ცხედრების ამოსაცნობად არ უშვებენ, ვიდრე გაუთქმელობის ხელშეკრულებას არ დადებენ, რომ ჟურნალისტებთან არაფერს იტყვიან.

რადიო Эхо Москвы-ს ცნობით, პოლიცია, კემეროვოს სავაჭრო ცენტრის ახლოს მდებარე სახლების მაცხოვრებლებისგან, მობილური ტელეფონების ამოსაღებად შევიდა. გამოცემის ანონიმური რესპოდენტის თქმით, გარდაცვლილების ცხედრები სავაჭრო ცენტრიდან არ გამოაქვთ, რომ შენობასთან შეკრებილ ხალხში პანიკა არ გამოიწვიონ... რესპოდენტი, რომელიც ექიმია, ამბობს რომ უამრავი ადამიანი მომწამვლელი კვამლით გაიგუდა...

კემეროვის შემთხვევას მწვავე შეფასება მოჰყვა რუსული მედიის ერთი ნაწილისგან. Эхо Москвы-ს ჟურნალისტი კირილ ლეგკოვი წერს, რომ ეს ყველაფერი მთლიანად საზოგადოების, უფროსების ცოდვების ბრალია, მათი გულგრილობის გამო და არა მხოლოდ ერთი პირის - ვლადიმირ პუტინის.

“მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი იყვნენ ისინი - 50, 60, 30... ეს ციფრები მზარავს... მნიშვნელოვანია, ის, რაც მოხდა... ახლა ჩვენი ახალი პრეზიდენტი დაიწყებს საუბარს, დაპირებებს, რომ ეს ბოლოა და ასეთი მეტჯერ არ უნდა განმეორდეს. ასეთი შეიძლება აღარ განმეორდეს, მაგრამ უარესი მოხდება... ახლა გარშემო კოშმარი ხდება - ტყუილები, გადაბრალებები, თავის მართლება, მაგრამ ყველაფერზე მეტია - ცრემლი, ტკივილი და სიყალბე, რომელიც პასუხისმგებელი პირებისგან მოდის... მთავარია, რომ პუტინი ჩამოიპარა, ყვავილები დადო და საავადმყოფოში მყოფები ინახულა...

მნიშვნელობა არ აქვს, ვიღაცას მოსწონს პუტინი თუ არა. უბრალოდ, უნდა მივხვდეთ, რომ საკმარისია, ამდენი ბავშვი მსხვერპლი: ბესლანი, პერმი, კრიმსკი, პეტერბურგი, კემეროვო... უკვე გასაგებია, რომ ჩვენ ასეთი კატასტროფების პირისპირ მარტო ვართ, უფრო სწორად, ჩვენ კი არა, ჩვენი შვილები და პუტინს არასდროს ეყოფა ვადა, რამე შეცვალოს.

უკვე მივხვდით, რომ ყველაზე მეტი, რაც ჩვენ ახლა შეგვიძლია, ხელსუფლებას ზეწოლით ან მუდარით მოვთხოვოთ, არის ეროვნული გლოვა... ამიტომაც გირჩევთ, ამ რეალობაში ყველაზე სწორი იქნება, გაუფრთხილდეთ შვილებს, იარეთ მათთან ერთად კინოში. არ ანდოთ შვილები დაცვას, დამლაგებლებს, მასწავლებლებს!

ყოველთვის იყავით მათთან, რათა ერთ დღეს თქვენც არ მოგიწიოთ ამ სიტყვების მოსმენა, "მამა, ჩვენ ყველანი ვიწვით... მიყვარხართ...” მე ვნახე კაცი, რომელმაც სამი შვილი, ცოლი და და ერთდროულად დაკარგა. ასევე ისინიც, ვინც გაგიჟებულ მშობლებს დანახშირებულ დარბაზში არ უშვებდა ბავშვების ამოსაცნობად, ხელმძღვანელობის ბრძანება მაქვსო," - წერს ჟურნალისტი კირილ ლეგკოვი, რომლის თქმითაც, ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის გულგრილობის ბრალია.

“ახლა კემეროვოში ტემპერატურა ისეთი მაღალია, რომ შეიძლება რაღაცის შეცვლის იმედიც კი გაგვიჩნდეს, მაგრამ ესეც ჩაივლის. ასეთი ბავშვთა ხოცვები ჩაგვიყლაპავს? ბესლანის შემდეგ რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?!.. ეს ახლა წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ იმ დაკარგული ბავშვების მშობლებსაც გააჩუმებენ...” - წერს რუსული მედია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე