ავტორი:

ბათუმში საკურა აყვავდა - ფოტოები ბულვარიდან

ბათუმში საკურა აყვავდა - ფოტოები ბულვარიდან

ბათუმის ბულვარში იაპონური ალუბლის ხეები აყვავდა. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში AMBEBI.GE-თან საუბრისას განაცხადეს, ზღვისპირა ზოლში 40 ძირი ნერგი გასულ წელს დაირგო. საკურა გაზაფხულზე, მარტისა და აპრილის თვეებში რამდენიმე დღის განმავლობაში ყვავილობს.

"საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ, მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. 27 მარტს, დაწყებული ჰეისეის მეოთხე წლიდან (1992), „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ აღინიშნება საკურას ყვავილობის დღესასწაული" - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს