ერთობლივი სამიტი 11 წლის შემდეგ - რაზე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ერთობლივი სამიტი 11 წლის შემდეგ - რაზე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 27 აპრილს ერთობლივი სამიტის ჩატარების თაობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია სააგენტო Yonhap-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის მოსამზადებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა 4 აპრილს ჩაატარონ.

სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მუნ ჩჟე ინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შედგება, ეს იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მესამე სამიტი. ბოლოს ასეთი შეხვედრა 11 წლის წინ, 2007 წლის ოქტომბერში შედგა. პირველი სამიტი კი 2000 წლის ივნისში გაიმართა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"