"დამშვიდდით, დაწყნარდით!" - პრემიერი ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს

"დამშვიდდით, დაწყნარდით!" - პრემიერი ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს

ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

"ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები