სამი ადამიანი, რომელსაც კემეროვოს ხანძრის მერე ეძებდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა

სამი ადამიანი, რომელსაც კემეროვოს ხანძრის მერე ეძებდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა

სამი ადამიანი, რომელსაც კემეროვოში გაჩენილი ხანძრის მერე ახლობლები ეძებდნენ, ცოცხლები აღმოჩნდნენ, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

კომიტეტმა სულ 67 განცხადება შეამოწმა და აქედან მხოლოდ 64 დადასტურდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს ამოწმებს კემეროვოს ოლქის ხელისუფლებაც. ვიცე-გუბერნატორმა, ვლადიმირ ჩერნოვმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა შეაგროვა განცხადებები 78 ადამიანის შესახებ, რომლებსაც ახლობლები ეძებენ. ჩერნოვი აღნიშნავს, რომ ბევრი განცხადება, შესაძლოა, დეზინფორმაცია იყოს და თუ მონაცემები არ დადასტურდება, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო საქმე აღიძრება.

ხანძარი სავაჭრო ცენტრში 25 მარტს გაჩნდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"