ავტორი:

თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანელი მალალა ისუფზაი სამშობლოში პირველად ჩავიდა

თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანელი მალალა ისუფზაი სამშობლოში პირველად ჩავიდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უფლებადამცველი, ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში პაკისტანელი მალალა იუსაფზაი მასზე მომხდარი თავდასხმიდან 6 წლის შემდეგ, პაკისტანში პირველად დაბრუნდა... უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამშობლოში მისი ჩასვლის შესახებ დეტალები გასაიდუმლოებული იყო.

პაკისტანელ გოგონას 6 წლის წინ, სკოლის ავტობუსში დაესხნენ თავს. მანქანაში ერთ-ერთი თალიბი შემოვარდა და იკითხა, "მალალა რომელია?". "მე ვარ მალალა", - უპასუხა გოგონამ, რის შემდეგაც, მას პირდაპირ თავში ესროლეს. პაკისტანელი გოგონა მამის მხარდაჭერით ქალების განათლებისთვის იბრძოდა, რისთვისაც მას ტერორისტები დევნიდნენ.

ის საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან გაიცნო, როდესაც BBC -სთვის ანონიმურ წერილებს წერდა და ტერორისტულ დაჯგუფებებს აკრიტიკებდა, რომლებიც ქალებს განათლების მიღებას უკრძალავდნენ.

BBC-ის ცნობით, მაშინ თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მალალას მისი "პროდასავლურობის" გამო ესროლეს. ამის შემდეგ მალალამ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და სიკვდლის სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, როგორც თავის ბიოგრაფიულ წიგნში წერს, "თალიბებმა" მას სახეზე დაღი სამუდამოდ დაასვეს.

თავდასხმის შემდეგ მალალას პაკისტანის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, იმისთვის, რომ შეშუპება განეკურნათ, ექიმებმა თავის ქალის ნაწილი ამოიღეს. შემდგომი მკურნალობისთვის კი ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც ცხოვრება ოჯახთან ერთად გააგრძელა. ამჟამად მალალა ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს.

"ჩემი ოცნებაა პაკისტანში ყოველგვარი შიშის გარეშე დავბრუნდე. შევძლო ჩემს თანატოლებთან ერთად ქუჩაში თავისუფლად სიარული, ხალხთან შეხვედრა და საუბარი," – უთხრა მან პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შაჰიდ ხაკან-აბასს.

მალალა ახლა 20 წლის არის და მსოფლიოში ძალიან დიდი გავლენით და ავტორიტეტით სარგებლობს. გოგონა ისლამაბადში 4 დღე დარჩება... ის სასტუმრომდე დაცვის თანხლებით მიაცილეს.

მალალა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ პაკისტანში ჩასვლა უნდოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ამის უფლება მხოლოდ იმ პირობით მისცა, თუ ის დოლინა სვატში არ ჩავიდოდა. დოლინა სვატი პაკისტანის ჩრდილოეთით მდებრე პროვინციაა, სადაც მალალა დაიბადა და ის ახლაც "თალიბანის" რეპრესიების ქვეშ არის.

"მათ უნდოდა მე სამუდამოდ გავჩუმებულიყავი, რათა ეს ყველასთვის მაგალითი ყოფილიყო, ვინც მათ კანონებს დაარღვევდა... ანუ ყველას სასტიკად გაუსწორდებოდნენ... თუმცა, მსოფლიოში ცნობილი გავხდი," - წერდა მალალა თავის წიგნში, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ დაწერა.

"მესროლე, მე მხოლოდ განათლების მიღება მინდა," - ეს ფრაზა და მისი ავტორი მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვის სიმბოლო გახდა.

2007-2009 წლებში დოლინა სვატი, ფაქტობრივად, "თალიბების" მმართველობის ქვეშ იყო. მათ აკრძალეს მუსიკა და შემდეგ, ქალთა განათლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ადგილობრივი არმია მათ მასობრივი სამხედრო ოპერაციებით დაუპირისპირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"