მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, დღეს ბრალს წაუყენებენ

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, დღეს ბრალს წაუყენებენ

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს თავს დაესხა, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რის შემდეგაც იგი დაკითხეს.

სამართალდამცველები გუშინ ღამით გაესაუბრენ დაზარალებულ 13 წლის მოზარდს, რომელმაც პოლიციას მომხდარის დეტალები უამბო, ასევე გამოიკითხნენ მოზარდის მეზობლები, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები არიან.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში 28 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. მოზარდს ტვინის შერყევა და თვალები აქვს დაზიანებული. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა, საქართველოში იმავე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, სადაც დაზარალებული.

ახლობლები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, 22 წლის მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტაშია გაწევრიანებული, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ხშირად ახსენებდა სატანას და ეშმაკს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დამნაშავე მის ქმედებას იმით ამართლებდა, რომ 13 წლის მოზარდი ეშმაკის შვილია და ის სიკვდილს იმსახურებდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ