ვინ არის და რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა

ვინ არის და რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა

მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი ქალი შეუერთდა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მთავრობის კანცელარიის უფროსი იყო. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

"ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინსიტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა. მაგრამ რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის თანამადებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, მაია იქნებება ძალიან კარგი მინისტრი", - განაცხადა პრემიერმა მაია ცქიტიშვილის წარდგენისას.

ცქიტიშვილი 1974 წლის 2 ივნისს დაიბადა თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.

1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.

2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია „Georgian Air“ კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან კი კანცელარიის უფროსად დაინიშნა.

მაია ცქიტიშვილი დაოჯახებულია, ჰყავს ქალიშვილი.

ცნობისთვის, ცქიტიშვილი ერთ-ერთი იმ მოხელეთაგანია, რომელსაც მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა. კერძოდ, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1-ელ იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი შეადგინა. მაშინ როცა, ანალოგიურ პერიოდში პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალი 51 369,57 ლარი იყო.

ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, 2018 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.

დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 582,17 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. ამასთან, ფლობს შპს “თბილისის კომერციული ქონების“ 75%-იან წილს. დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ცქიტიშვილის შემოსავალმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე 94 500 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ქონების გადასახადის სახით ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს 3 299,19 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მაია ცქიტიშვილის მეუღლე დავით ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯიათრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 10,997.47 დოლარი, 11924,19 ლარი და 523,58 გირვანქა სტერლინგი; საკრედიტოზე 29951,92 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 15 000 დოლარი ჰქონდა წაიკითხეთ მეტი BPN.GE-ზე

"მთავრობამ, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო - ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა" - სააკაშვილი

"კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან ექიმები და პოლიციელები" - გიორგი გახარია

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი