დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან მალე ვაპირებთ სირიიდან გამოსვლას - ახლა სხვებმა მიხედონ მას

დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან მალე ვაპირებთ სირიიდან გამოსვლას - ახლა სხვებმა მიხედონ მას

ჩვენ სირიას, ალბათ, ძალიან მალე დავტოვებთ, ახლა სხვებმა მიხედონ მას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოს შტატში სამრეწველო ინდუსტრიის მუშებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ახლოსაა იმ ტერიტორიების დაკავებასთან, რომელსაც ადრე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავის მიწებად მიიჩნევდა.

„ჩვენ ძალიან მალე ვაპირებთ გამოსვლას. ვაპირებთ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას, სადაც ჩვენი ადგილია და სადაც გვსურს ყოფნა“, - განაცხადა ტრამპმა. გამოსვლისას ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ამერიკული პერსონალის სრული გამოსვლა სირიიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელახალ გაძლიერებას გამოიწვევს.

„ჩვენ 7 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ ახლო აღმოსავლეთში და იცით რა მივიღეთ სანაცვლოდ? - არაფერი“, - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, მომავალში შეერთებული შტატები ქვეყნის შიგნით სამუშაო ადგილებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იზრუნებს.

შეერთებულ შტატებს აღმოსავლეთ სირიაში 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომლებიც ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად მუშაობენ „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?