ქალები, რომლებიც საკუთარ რჩეულებზე ორჯერ უფროსები არიან - ცნობილი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით

ქალები, რომლებიც საკუთარ რჩეულებზე ორჯერ უფროსები არიან - ცნობილი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით

ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის სულ უფრო უმნიშვნელო ხდება, არაერთმა ცნობილმა წყვილმა დაამტკიცა, რომ შესაძლოა, თქვენი რჩეული თქვენზე ორჯერ უმცროსი იყოს, თუმცა ეს ბედნიერებას ხელს სრულებით არ უშლის და საზოგადოების აზრიც დიდად არ უნდა გაინტერესებდეთ.

შერონ სტოუნი (60 წლის) და ანჯელო ბოფა (39 წლის)

90-იანი წლების სექსსიმბოლო და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე მსახიობი შერონ სტოუნი არასოდეს ინტერესდებოდა მასზე უმცროსი მამაკაცებით და ამბობდა, რომ ისინი ძალიან უინტერესოები იყვნენ.

თუმცა, ახალ წელს ის შეხვდა მამაკაცს, რომელმაც მისი შეხედულება უმცროსი პარტნიორების შესახებ რადიკალურად შეცვალა. ბიზნესმენი ანჯელო ბოფა სტოუნისთვის იმდენად მომხიბვლელი აღმოჩნდა, რომ უკვე თებერვალში, ვალენტინობის აღსანიშნავად წყვილი პარიზში ერთად წავიდა.

რობინ რაიტი (51 წლის) და კლემან ჟირადე (31 წლის)

„ბანქოს სახლის“ ვარსკვლავი რობინ რაიტი მასზე 20 წლით უმცროს პიარის სპეციალისტს ხვდება. წყვილი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მათ შორის სერიოზული არაფერი ხდებოდა, თუმცა რომანი მალე ძალიან სერიოზულ ურთიერთობად გადაიქცა და წყვილი საჯაროდ მალე ერთნაირი ბეჭდით გამოჩნდა.

ნაომი ქემფბელი (47 წლის) და ჯოზეფ ადენუგა (35 წლის)

ნაომის პირად ცხოვრებაში დიდი ხნის მანძილზე არ უმართლებდა. მას ათობით რომანი ჰქონდა სხვადასხვა ვარსკვლავთან, ურთიერთობის დასრულება ვლადისლავ დორონინთან კი ნაომიმ ყველაზე რთულად გადაიტანა.

რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ კვლავ შეყვარებულია - მისი რჩეული დიზაინერი და რეპერი სკეპტია, რომელმაც აღიარა, რომ ნაომი ყოველთვის მისი ოცნების ქალი იყო.

ემანუელ (40 წლის) და ბრიჯიტ მაკრონები (65 წელი)

ემანუელ მაკრონს ბრიჯიტი, რომელიც მისი მასწავლებელი იყო, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შეუყვარდა. საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი მაშინ 15 წლის იყო. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს, თუმცა ემანუელი სიამოვნებით ზრუნავს საკუთარი რჩეულის შვილიშვილებზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს