პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პირს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობის მუხლით წაუყენეს.

ადვოკატი ამ ეტაპზე ბრალთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე არ საუბრობს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, დაგეგმილია, რომ ბრალდებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შემოწმდეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დღის წინ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნული იყო შს სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ