მარგარეტ ჰამილტონი მის მიერ ხელით დაწერილ კოდთან ერთად, რომლის საშუალებით ადამიანი მთვარეზე პირველად გაფრინდა

მარგარეტ ჰამილტონი მის მიერ ხელით დაწერილ კოდთან ერთად, რომლის საშუალებით ადამიანი მთვარეზე პირველად გაფრინდა

ნახევარი საუკუნის წინ, პროექტ „აპოლოს“ ფარგლებში, 1969 წელს ადამიანი პირველად გაფრინდა მთვარეზე. ამ ისტორიული მოვლენის განხორციელებაში კი დიდი წვლილი მიუძღვის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, რომელიც NASA-სთან ერთად მუშაობდა პროექტზე.

განსაკუთრებით კი უნდა აღინიშნოს მარგარეტ ჰამილტონის წვლილი - მეცნიერის, რომელიც პროგრამული ინჟინერიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტით ვრცელდება მისი ფოტო, სადაც ჰამილტონი „აპოლოს“ კოდთან ერთად არის გადაღებული. როგორც თავად მეცნიერი განმარტავს, ფოტო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშია გადაღებული 1969 წელს. კოდი მარგარეტმა საკუთარი ხელით დაწერა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ