აჭარის ტელევიზიის 26 წლის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზიის 26 წლის თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა 26 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის გადაცემა "დილის ტალღაში" ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა.

ზუკა ფაღავას კოლეგები დადებითად ახასიათებენ. მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომელი ტატო ცეცხლაძე კოლეგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს წერს:

"ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ, მით უფრო ზუკასნაირები. ბოლო ორი თვეა ერთად ვმუშაობდით BBC-ს პროექტზე. თეა და ქეთი სულ მეუბნებოდნენ ზუკა მალე მოგვცემს მასალას, ზუკა თუ აკეთებს სანერვიულო არ გვაქვსო. მართლაც ასე იყო. ჩემს წილ შრომასაც კი თავად აკეთებდა. იჯდა და ამონტაჟებდა. 20 სატელევიზიო 27 წუთიანი მასალა ისე დაამონტაჟა ერთხელაც არ შეშლია ერთი ასოც კი.

გუშინ ბოლო მასალა შევუტანე, მორჩა, ფინალურია-თქო. თუ რამე იქნება შემოიტანეო, არც კი დაუწუწუნია ამდენი შრომა რომ უწევდა. ყველა მოქმედების მერე მადლობას ამბობდა. მიაწოდებდი ვინჩესტერს, უპასუხებდი კითხვაზე თუ ა.შ. ჩვენთან ხომ არ არის ამის კულტურა, რომ ადამიანს მადლობა გადაუხადო, აი, ზუკა კი ყოველთვის ამბობდა. გამარჯობის თქმას ვერ დაასწრებდი. თუკი ვაი და მოასწარი, პერსონალურ გამარჯობას გეტყოდა. ძალიან მეწყინა უდროოდ რომ გამოგვაკლდა. ის საქართველოს მომავალი იყო, ასეთებზე უნდა დადგეს ქვეყანა. მისი დანაკლისით საქართველოს მომავლის კედელს ერთი აგური გამოაკლდა..." - წერს ცეცხლაძე "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და კოლეგებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს