ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწაზე რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა

ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწაზე რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა

ჩინური კოსმოსური სადგური Tiangong-1 ატმოსფეროში დაბრუნდა და წყნარი ოკეანის თავზე დაიწვა, "ტელეგრაფის" ცნობით, ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კოსმოსურ საგენტოში გააკეთეს.

სადგური ატმოსფეროში, შუაღამისას, დაახლოებით, 1.15 საათზე შემოვიდა.

მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, დედამიწის რა ნაწილში შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო 8.5 ტონის სიმძიმის კოსმოსური სადგური, რომელიც 2011 წელს გაუშვეს, 2016 წელს კი ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სადგურის ფუნქციებმა მარცხი განიცადა და მასზე კონტროლი დაკარგეს.

ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილებად მოიაზრებოდა ჩრდილოეთ ჩინეთი, შუა აღმოსავლეთი, ცენტრალური იტალია, ჩრდილოეთ ესპანეთი, აშშ-ს ჩრდილოეთი შტატები, სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა. რუკაზე, რომელზეც ნაწილების დაცემის სავარაუდო მონაკვეთები ყვითლად და მწვანედ იყო აღნიშნული, რისკის ზონაში მოხვდა საქართველოც.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე