ოთახის მცენარეები, რომლებიც ალერგიას იწვევენ - ბევრი მათგანი შესაძლოა სახლშიც გაქვთ...

ოთახის მცენარეები, რომლებიც ალერგიას იწვევენ - ბევრი მათგანი შესაძლოა სახლშიც გაქვთ...

რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი კარგად იტანს მცენარეებს, ხოლო ზოგი - არა? ალერგია, ადამიანის ორგანიზმში, გაუმართავი იმუნური სისტემის არსებობას უკავშირდება. თუ თქვენ არ იცით, რამ გამოიწვია ალერგია, მიზეზის ძებნა ოთახის მცენარეების კვლევით დაიწყეთ - შესაძლებელია, სწორედ მცენარე იყოს დაავადების მიზეზი.

მცენარეების სიაში, რომლებმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ, ყველაზე ხშირად, ისეთი მცენარე ხვდება, რომელიც ეთერზეთებს შეიცავს. მისი ალერგიულობის მიზეზი არის ეთერზეთების მსუბუქი კომპონენტები, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ჰაერში და ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდებიან.

გარდა ამისა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს მცენარემ, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად ისეთებს როგორიც არის: ალკალოიდიები, საპონინები და სხვა.

საერთოდ, სახლის ყვავილებზე ალერგია - ძალიან გავრცელებული მოვლენაა. განსაკუთრებული ყურადღება მათ უნდა გამოიჩინონ, ვისაც ხეების ყვავილობის დროს, ალერგიის სიმპტომები უჩნდებათ. ზუსტად იმის თქმა, თუ სახლის რომელი მცენარე გამოიწვევს ალერგიას და რომელი არა, შეუძლებელია. ბევრს ალერგია უვითარდება, როდესაც სახლში დიფენბახია (ლათ. Dieffenbachia) და პუანსეტია (ლათ. Poinsettia) ჩნდება. აღნიშნული მცენარეები, მათ ფოთლებთან ხელის შეხების შემთხვევაში, კანის წვას და ქავილს იწვევენ.

არსებობს სახლის პირობებისთვის კულტივირებული სხვა მცენარეებიც, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა. მათ რიცხვს განეკუთვნებიან ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ჯგუფები და სახეობები:

გვიმრანაირნი (ლათ. Pteridophyta)

ჩვულებრივ მდგომარეობაში, გვიმრები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

მათი პოტენციური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ ალერგიული რეაქციის გამოწვევა სპორებით (გამრავლების ორგანო ან «მტვერი»), რომელიც მომწიფების შემდეგ, ჰაერში იბნევა წაიკითხეთ მეტი ალერგილ მცენარეებზე აქ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს