რადიო “პალიტრას“ უკვე ბათუმშიც მოუსმენთ!

რადიო “პალიტრას“ უკვე ბათუმშიც მოუსმენთ!

რადიო “პალიტრამ“ ბათუმში, FM 103.9-ზე მაუწყებლობა დაიწყო.

რადიო “პალიტრის“ დირექტორის ინგა დადიანის განცხადებით, ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებება ძალიან მნიშვნელოვანია.

„უკვე აჭარაშიც შესაძლებელია რადიო “პალიტრის“ მოსმენა. აჭარა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონია. ძალიან დიდი აუდიტორიაა, როგორც საკურორტო პოტენციალის კუთხით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მრავალფეროვნებით. სპეციალურად აჭარელი მსმენელისთვის ვგეგმავთ რამდენიმე პროექტს. ბათუმი არის მეოთხე ლოკაცია, სადაც რადიო “პალიტრა“ მაუწყებლობს“, - განაცხადა ინგა დადიანმა. თბილისის, გუდაურისა და ბორჯომის შემდეგ, ბათუმი მეოთხე ქალაქია, სადაც მსმენელს რადიო “პალიტრის“ მოსმენა FM 103.9-ზე შეუძლია.

იხილეთ ვიდეო: რადიო "პალიტრამ" მაუწყებლობა ბათუმში დაიწყო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ