"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს

"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს

როგორი მშობლები არიან ყველასათვის ცნობილი პედიატრები - mshoblebi.ge-ს რუბრიკის სტუმარი ამჯერად პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავაა. მას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ძალიან საგულისხმო რჩევები აქვს მშობლებისთვის.

- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემი ბავშვთა ექიმი იყო – ყარამან ფაღავა, შემდეგ მამაჩემი – ირაკლი ფაღავა პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დედაჩემიც ექიმი იყო, ჩემი შვილებიც – ირაკლი ფაღავა პედიატრ-ენდოკრინოლოგია... ელენე ეპიდემიოლოგი, ისიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თანამშრომელი.

ჯერ კიდევ ბაბუაჩემის დედა – ქრისტინე შავდია სახალხო მკურნალი იყო... ჩვენს დიდ სანათესაოში უმეტესი მათგანი ექიმი იყო. რამდენიმე დღის წინ შესრულდა მამაჩემის ასი წლისთავი, ახლახან გვქონდა საიუბილეო სხდომა. იყო წიგნის პრეზენტაცია. ნაჩვენები იყო ფილმი, სადაც ცოცხალი კადრებია, თუ როგორ სინჯავდა იგი ბავშვებს, ლექციებს რომ კითხულობდა, მშობლებს როგორ რჩევებს აძლევდა, როგორ მღეროდა.

მე სიმღერის ნიჭი არ დამყვა... პროფესორი ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე: ავადმყოფებს ვსინჯავ, ვმკურნალობ, ლექციებს ვკითხულობ, პედიატრიის პოპულარიზაციას ვეწევი ტელევიზიით, გაზეთით. ფართო სპექტრის ექიმი ვარ. პრაქტიკულად პედიატრიის ყველა სფეროში სიტყვა მეთქმის. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს იმ სფეროში, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, რევმატოლოგია, ბრონქული ასთმა, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, მოზარდთა მედიცინა და რაც მთავარია, საპროფესორო ავადმყოფები – რთული, იშვიათი და გაურკვეველი დაავადებებით.

- სად და როდის გაიცანით თქვენი მეუღლე, ოჯახი როგორ შექმენით?

- მამაჩემს ძალიან უყვარდა ფეხით სიარული... როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, მამასთან ერთად მცხეთიდან ზედაზენზე ფეხით ავედი. მოგეხსენებათ ქართველებს უყვართ ბუნებაში სუფრის გაშლა და იქვე სამხედრო ექიმების სუფრა იყო. მათ შორის იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი, გენერალი – სედელნიკოვი. მისი მასპინძელი ქართველი გახლდათ, გვარად ქორიძე. გენერალი თავის ქალიშვილებთან ერთად იყო. უფროსი ქალიშვილი გავიცანი – ნატალია სედელნიკოვა და მოკლედ რომ გითხრათ, რამდენიმე წელიწადში ცოლად შევირთე... ზედაზენიდან დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. ოჯახი რომ შევქმენით, ინსტიტუტი მე უკვე დამთავრებული მქონდა, ჩემი მეუღლე კი ამთავრებდა. მამამისი უკვე მოსკოვში იყო გადასული სამუშაოდ, ესეც მიდიოდა და არ გავუშვი, ჩემთან დავიტოვე...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი