"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა

"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა

არც ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში გახედვისას ხშირად დაინახავდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს. ზოგი დახუჭობანასა და დაჭერობანას,ზოგიც ლახტობანას ან კლასობანას თამაშობდა. დღეს კი სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს არის რეალობა, რომელშიც ბავშვებისა და თინეიჯერების უმეტესი წილი ციფრულ სივრცეში ერთობა და ვითარდება.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებსაც ვერ აუარა გვერდი, რის გამოც ისინიპატარა ასაკშიც კი კომპიუტერებსა და სმარტფონებზე არიან დამოკიდებული. ხშირად მშობლები ვერც კი აცნობიერებენ, თუ რამდენად საზიანოა მსგავსი გართობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის და თამამად ტოვებენ ბავშვებს ეკრანის წინ მსხდომებს, როცა ისინი საოჯახო საქმით არიან დაკავებული.

კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი კავშირი ბავშვისთვის მრავალმხრივ საზიანოა:ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის - კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივმა ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები და ოსტეოქონდროზი.მხედველობაზე დატვირთვა - ცუდი განათება და პატარა შრიფტი ძაბავს ბავშვის მხედველობას და, ბუნებრივია, მასზე უარყოფითად აისახება.უარყოფითი მოქმედება ფსიქიკასა და ნერვიულ სისტემაზე -სწრაფად ყალიბდება დამოკიდებულება ეკრანზე, რაც ბავშვის ხშირ გაღიზიანებას და ნერვულ აშლილობას იწვევს. აუტიზმის მიზეზი ხშირად ეკრანზე მიჯაჭვულობის მაღალი მაჩვენებელია.

მდგომარეობის სიმძაფრიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლებმა დროულად გააცნობიერონ, რომ შვილის ცხოვრებაში ალტერნატიული გასართობი საშუალებებიც უნდა არსებობდეს. მათი ყურადღება საინტერესო საქმიანობებზე გადავიტანოთ, რომ სწორი დაასევე დაგაინტერესებთ კრაფტის მრავალფეროვანი არჩევანი და კვალიფიციური რჩევები ერთ სივრცეში რა შეიძლება გამოვიდეს ძველი ნახმარი ჯემპრისგან - ამ იდეას ნამდვილად დააფასებთ საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდეთ. ეს არის კონცენტრაციის უნარი, ნებისყოფა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაბელურობა და სხვ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ჰობის გაჩენაა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აქტივობაბავშვისთვის უნდა იყოს საინტერესო და სასიამოვნო.

კრაფტი, იგივე ხელსაქმე – საქმიანობა, რომლითაც ყველა ასაკისა და ტიპის ადამიანს შეუძლია დაკავდეს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნებისმირი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე, რადგან მასზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და აუმჯობესებს მეტყველებას. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ