"თბილისის სასწრაფოს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება"

"თბილისის სასწრაფოს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება"

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის ინფორმაციით, მომავალ წელს ავტოპარკი მთლიანად განახლდება.

"თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაემატა 10 ახალი ავტომანქანა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა. ეს კეთდება სერვისის გაუმჯობესებისთვის. ვისურვებდი, რომ არასდროს არავის დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება, თუმცა, სერვისი უნდა იყოს მაღალ დონეზე ამ მიმართულებით",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს "ფიატის" მარკის 10 ახალი ავტომანქანა შეემატა. ახალი ავტომობილები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობით და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. დღეისთვის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ