"1 მილიონ რუბლს გადავიხდით ინფორმაციისთვის" - ვის ეძებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება

"1 მილიონ რუბლს გადავიხდით ინფორმაციისთვის" - ვის ეძებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 1 მილიონ რუსულ რუბლს გადაიხდის 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი „მოქალაქის“ ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის, - ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

როგორც დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ სოლთან პლიევი, ალან ხაჩიროვი და ალან ხუგაევი.

ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ „ძალისხმევა უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძებნისკენ უნდა იყოს მიმართული, მათ შორის, უნდა გააქტიურდეს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“.

„ვიმედოვნებ, რომ ამ ბიჭებს მოვძებნით. მზად ვართ ფულადი ანაზღაურება გადავუხადოთ იმ ხალხს, ვინც რაიმე ინფორმაციას მოგვცემს მათ ადგილსამყოფელზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში აღნიშნეს, თითოეულ უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 1 მილიონ რუსულ რუბლს გასცემენ, საერთო ჯამში კი სამი მილიონია აღნიშნულისთვის გათვალისწინებული.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი