უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას - კობახიძე

უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას - კობახიძე

კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი დღეს, ტყიბულში, მინდელის შახტაში ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კანონმდებლობაზე და აქაც უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია. ამიტომ მაქსიმალური ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიის პრევენცია მოხდეს. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები