ავტორი:

მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი - ”სანდომის” პასკები სააღდგომო სუფრის გამორჩეულ ტკბილეულად იქცა

მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი - ”სანდომის” პასკები სააღდგომო სუფრის გამორჩეულ ტკბილეულად იქცა

საკონდიტრო ნაწარმის შეძენისას, მყიდველის არჩევანს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია, ტკბილეული ხარისხიანი პროდუქტით მზადდებოდეს, წარმოებაში სურსათის უვნებლობა დაცული იყოს და მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად იყოს წარმოდგენილი.

„სანდომის“ ტკბილეული რომ სანდო, უვნებელი და ხელმისაწვდომი პროდუქტია, ამას თავად მომხმარებლები აღნიშნავენ. მათ უმრავლესობას კი, ისიც მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ „სანდომი“ ქართული კომპანიაა. გამომდინარე იქიდან, რომ ტკბილეულს უმეტესად ბავშვები მიირთმევენ, „სანდომი“ ორცხობილებსა და მშრალ ნამცხვრებს სპეციალური რეცეპტით ამზადებს, რომლებიც პატარებისთვისაც რეკომენდებულია.

„სანდომის” ბრენდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს. ქსელურ მარკეტებში თუ საცალო მაღაზიებში ყოველთვის ახალი პროდუქტი დევს დახლებზე, რაზეც გამართულად მომუშავე დისტრიბუციის ხაზი ზრუნავს. პრიორიტეტად გვაქვს ქცეული ხარისხის მართვა, ქარხანაში ფუნქციონირებს მუდმივი მონიტორინგის სამსახური, რაც იმის გარანტიაა, რომ სურსათის უვნებლობა მკაცრად არის დაცული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიაში 300 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რასაც წვლილი ქვეყნის ეკონომიკაშიც შეაქვს“ - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ანი ნადირაშვილი.

ამჯერად, აღდგომის მოახლოებასთან ერთად „სანდომი” განსაკუთრებულად გემრიელ, სხვადასხვა სახეობის, ტრადიციული რეცეპტით დამზადებულ უმაღლესი ხარისხის პასკას სთავაზობს მომხმარებელს. წელს სიახლეა, ის რომ სავაჭრო ობიექტებში, ყველა ზომის პასკაა წარმოდგენილი, მათი ზომა 100 გრამიდან იწყება და ისინი გამორჩეული დიზაინის ყუთებით იყიდება.

„წელს განსაკუთრებულად დაბალი ფასები გვაქვს და თუ გადავხედავთ სხვა პასკების ღირებულებას, მათთან შედარებით, საგრძნობლად დაბალ ფასსა და საუკეთესო ხარისხს ვთავაზობთ ქართველ მომხმარებელს“ - აცხადებენ კომპანიაში.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც განსაკუთრებულად ტკბილეულის მოყვარულებს გაახარებს, არის ის, რომ „სანდომმა“ მომხარებელს ახალი ორცხობილა შესთავაზა, რომელიც უძველესი რეცეპტით და ახალი ტექნოლოგით მზადდება. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებთან შედარებით ორცხობილა გამორჩეულია უმაღლესი ხარისხითა და მისაღები ფასით.

„ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე სანდომის ორცხობილა, ყველასთვის საყვარელი დესერტი გახდება. რადგან ყველა ვინც მას გასინჯავს, გაახსენდება ნაცნობი, თუმცა უკვე დავიწყებული გემო. რა თქმა უნდა, ორცხობილა ბავშვებისთვისაც რეკომენდებულია. ვფიქრობთ, რომ ახალი ორცხობილა თავისუფლად ჩაანაცვლებს ბაზარზე არსებულ იმპორტირებულ პროდუქტს, რადგან მზადება ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეულით და ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით“ - აცხადებენ „სანდომში“.

"სანდომის" უახლოესი ამოცანაა: საკონდიტრო წარმოების პროცესის სრული ავტომატიზაცია საწარმოო ხაზების გადაიარაღების გზით, ხარისხის მართვის სრულყოფა და ISO-ს სერტიფიკატის მოპოვება, რათა კომპანია „სანდომმა“ დაადასტუროს ის, რომ ჭეშმარიტად ევროპული ხარისხისა და სტანდარტების შესატყვისი ქართული ბრენდია.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის