როგორ პასუხობს "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას

როგორ პასუხობს "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას

საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა არის მორიგი პიარ-აქცია და უხეში მცდელობა, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო წარმოაჩინონ, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს, - ამის შესახებ ოკუპირებული ”სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთის „დაბრუნება“ შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა დღის წესრიგში მშვიდობიანი დარეგულირების კონცეფციაა - „თანამშრომლობის გზით ჩართულობის სტრატეგია“ და რიგი მშვიდობიანი ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ძალიან აქტიურ რეკლამას უკეთებს მსოფლიო მასშტაბით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ”ეს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილის გაჟღერების პირველი მცდელობა არაა, ამიტომ მსგავსი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ ღირს”.

„არ გვაქვს იმედი, რომ თბილისში მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გადაწყვიტეს“, - აღნიშნავენ „საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები