კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს იორდანელი ტურისტი ემსხვერპლა

კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს იორდანელი ტურისტი ემსხვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყო - ამის შესახებ კიევის ქუჩაზე ჟურნალისტებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა.

"კიევის ქუჩის 3 ნომერში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

როგორც ჟურნალისტებს მეზობლებმა განუცხადეს, დილით ტურისტების ხმამ გააღვიძათ, რომლებიც შველას ითხოვდნენ.

"სახანძროში დავრეკეთ და მალევე მოვიდნენ. უბრალოდ, ცეცხლი ყველაფერს ძალიან მალე მოედო. ტურისტებს ვეკითხებოდით, ყველამ დააღწია თუ არა თავი ხანძარს, თუმცა თვითონაც არ ახსოვდათ, რომ ერთი ასაკოვანი მამაკაცი იყო ოთახში", - განაცხადა მაია კალანდაძემ.

თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი დღეს გაჩნდა, რის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია