ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

გარდამოხსნა ყოვლადწმინდა სამების ტაძარშია დაბრძანებული. ყოვლადწმიდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა.

გარდამოხსნა სამების ტაძარში არასრული 3 დღე დარჩება, როგორც უფალი იმყოფებოდა საფლავში არასრული სამი დღე.

აღდგომის ლიტურგიის დაწყებამდე გარდამოხსნას სასულიერო პირები საკურთხეველში შეაბრძანებენ, სადაც იგი ამაღლების დღესასწაულამდე დარჩება.

მსახურების დროს შესრულდა დავით გურამიშვილის ლექსზე „იესო“ შესრულებული საგალობელი. ასევე წაიკითხეს ღვთისმშობლის დატირება უფლისადმი და უფლის ლოცვა „ნუ მტირ მე დედაო“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი