ჯაფარიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ჯაფარიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 80 კვადრატული მეტრია დამწვარი. "კერძო საცხოვრებელი სახლის 2 ოთახი და სასხვენო გადახურვა იწვოდა. დაახლოების 80 კვმ ადგილზე მთლიანობაში მობილიზებული იყო 6 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე–მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი მალე იყო ლოკალიზებული და მეტ ფართობზე არ გავრცელებულა. დაზიანება ორმა მოქალაქემ მიიღო", – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი