ბრედ პიტი პროფესორზეა შეყვარებული

ბრედ პიტი პროფესორზეა შეყვარებული

მართალია, ბევრი ადამიანი იმედოვნებდა, რომ ბრედ პიტს კვლავ ჯენიფერ ენისტონთან ერთად ნახავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი იმედი არ მართლდება. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ პიტს რომანი აქვს 42 წლის ნერი ოქსმანთან, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია.

მედიის მტკიცებით, წყვილი ერთად დიდ დროს ატარებს. ერთმანეთი კი საერთო პროექტზე მუშაობის დროს გაიცნეს - ნერი ოქსმანი არქიტექტორია, არქიტეტურა კი პიტს დიდი ხანია, ძალიან აინტერესებს. მსახიობთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მათ შორის მხოლოდ პროფესიული და მეგობრული კავშირია. თუმცა, მათი თქმით, პიტი ცდილობს, ქალთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ