ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა დაუდასტურა.

მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში "ქაჯანა", სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო.

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ