"ზოგს დინგში მოხვდა, მაგრამ ძალიან არა" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელიც აფრიკელ სტუდენტებთან დაპირისპირებას შეესწრო

"ზოგს დინგში მოხვდა, მაგრამ ძალიან არა" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელიც აფრიკელ სტუდენტებთან დაპირისპირებას შეესწრო

თბილიში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე თვითმხილველი დეტალებს ჰყვება. როგორც მამაკაცი "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებს, ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ნიგერიელმა ახაალგაზრდებმა სტადიონიდან "12 წლის ბავშვი გამოაძევეს".

"როგორც გავიგე ამ შავკანიანებმა სტადიონიდან 12 წლის ბავშვი გამოაძევეს, შემდეგ შეაფურთხეს, ამის შემდეგ ადგილზე ბავშვის დედა მოვიდა საქმის გასარკვევად. ახლა იმ ქალს დაერივნენ. ეტყობა იგინებოდნენ, ინგლისურად... შემდეგ ერთი ბიჭი მოვიდა საქმის გასარკვევად და იმას სიფათში ჩაარტყეს. ამის მერე დაიწყო ყველაფერი... ზოგს დინგში მოხვდა, მაგრამ ძალიან არა" - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ნახეთ ვიდეო

გუშინ, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ის წერს, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მვიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათი კანის ფერის გამო მოხდა". შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნახეთ ვიდეო: შემზარავი კადრები თბილისში - როგორ უსწორდებიან მამაკაცები ფერადკანიან ადამიანებს ფიზიკურად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ