კეტრინ ზეტა ჯონსის 14 წლის შვილზე ახლა ყველა საუბრობს - მომხიბვლელი დედა-შვილი წვეულებაზე გამოჩნდა

კეტრინ ზეტა ჯონსის 14 წლის შვილზე ახლა ყველა საუბრობს - მომხიბვლელი დედა-შვილი წვეულებაზე გამოჩნდა

კეტრინ ზეტა ჯონსი საჯარო ღონისძიებებზე სულ უფრო ხშირად ჩნდება შვილთან, 14 წლის კერისთან ერთად. დედა-შვილი ამჯერად ნიუ-იორკში „დოლჩე გაბანას“ წვეულებაზე მივიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრენდის ულამაზესი, გამჭვირვალე სამოსი მოირგო, კორსეტით. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა კერისიც. კეტრინს და მის შვილს შავი, მაღალქუსლიანი საზაფხულო ფეხსაცმელი ეცვათ.

ღონისძიების შემდეგ მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა ჯონსის ქალიშვილზე ძალიან ბევრს საუბრობენ. კეტრინის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ გოგონა დედას ჰგავს. ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კერის დუგლასი სულ მალე ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს