კალაძის ინიციატივა: ამხანაგური მატჩი აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის

კალაძის ინიციატივა: ამხანაგური მატჩი აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს.

ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.

„მე მგონი, არავის მოეწონა ის, რაც მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. ძალიან სამწუხაროა. თბილისი ყოველთვის ტოლერანტულად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტოლერანტული ქალაქია. ის რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, ვინც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ. მე მგონი ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი ლაქა და ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო - კალაძის ინიციატივა: გაიმართოს ამხანაგური თამაში აფრიკელი სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები