როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ ანუ ერთი წიგნის კაფის ისტორია

როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ ანუ ერთი წიგნის კაფის ისტორია

წიგნის კითხვას კაცი არ მოუკლავს, თუმცა უწიგნურობას ნამდვილად მოუკლავს კაცი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. თუმცა, თუ თქვენ წიგნებს არ კითხულობთ, ვერასდროს გაიგებთ, რაოდენ დიდია მათი ძალა. ახლა კი მინდა წიგნის კითხვის იმ მეტად უცნაურ ძალაზე გიამბოთ, რომელზეც ალბათ ჯერ არავისგან გსმენიათ...

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა. თითოეული ის წიგნი, რომელიც წამიკითხავს, სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ მოგონებასა და ემოციას უკავშირდება. გადავწყვიტე ძველი ემოციები და მოგონებები გამეღვიძებინა და რამდენიმე დღის წინ „ბუზთა ბატონის“ კითხვას შევუდექი. გუშინ, როდესაც „ბუზთა ბატონის“ კითხვა დავასრულე, „გამოღვიძებული“ მივხვდი, რომ ძალიან მშიოდა, თანაც ახალი წიგნიც მჭირდებოდა. ჭავჭავაძეზე მცხოვრების, თანაც აქტიური მკითხველის ყველაზე დიდი უპირატესობა კი ისაა, რომ იქვე „ბიბლუსის გალერეაა“, თანაც თუ კითხვის დროს, ჩემი არ იყოს, ჭამაც გიყვართ უბედნიერესი არსებებიც ყოფილხართ.

ხოდა „გამოღვიძებულზე“ ახალი წიგნის საყიდლად გადავწყვიტე „ბიბლუსის გალერეაში“ შემევლო, თანაც ჩემთვის საყვარელ კაფე „პიატოში“ გემრიელად მესადილა. დაქალს ველოდებოდი, მაგდას მოსვლამდე კი მინდოდა შეკვეთა მიმეცა, ასე გადავყწვიტე ამეღო პიცა პეპერონი და ე.წ. მოცარელა ალ ტელეფონო, რომელიც, საბოლოო ჯამში, უგემრიელესიც აღმოჩნდა, თუმცა ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ აქედან იწყება!

სავარძელში მოვკალათდი და ჩემს შეკვეთას მოუთმენლად ველოდებოდი. ჩემი ახალი წიგნის, ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილის“ კითხვაში უკვე გართული ვიყავი, როდესაც გოგონა მომიახლოვდა და Piatto-ს აქციის შესახებ მომიყვა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. აქცია ვიქტორინის სახით იყო წარმოდგენილი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მივიღებდი 10%, 20% ან 30%–იან ფასდაკლებას. ვიქტორინას შეკითხვები ლიტერატურაზე დაყრდნობით იყო შედგენილი, ნამდვილი ნეტარებისთვის კი მხოლოდ ეგ მაკლდა და, შესაბამისად, აქციაში მონაწილეობაზეც დავთანხმდი. შემეძლო თავად ამერჩია სასურველი სირთულის მხოლოდ ერთი კითხვა, მეც რა თქმა უნდა, პირდაპირ 30%-იანი ფასდაკლების შესაბამისი შეკითხვაზე დავთანხმდი.

ჩემთვის მომზადებული კითხვა საკმაოდ მარტივი გამოდგა. ნოდარ დუმბაძის პირველი რომანიო?! ამაზე პასუხი, ალბათ, სკოლის მოსწავლეებმაც იციან–მეთქი, გავიფიქრე და ბედნიერმა ვუპასუხე: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ამასობაში მაგდაც მოვიდა და დიდხანს არ მიჯერებდა, როდესაც ვუთხარი, რომ სადილზე მე და ის სწორედ ნოდარ დუმბაძემ დაგვპატიჟა, უფრო კონკრეტულად კი, „მე, ბებიამ, ილიკომ და ილარიონმა“. საინტერესოა, როცა ლოკაციებს არამარტო ფორმალურად უწოდებენ წიგნის კაფეებს, არამედ გეგმავენ აქტივობებს, რომლის წყალობითაც ეს ადგილები ჩვენს მეხსიერებაში ნამდვილად ილექება, როგორც წიგნის სამყარო, სადაც ისიც კია შესაძლებელი, რომ სადილზე რომელიმე ეპოქის, შენმა საყვარელმა მწერალმა და შენ მიერ წაკითხულმა წიგნებმა დაგპატიჟონ, ისე, როგორც ეს მოხდა „პიატოში“.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა