გედევან ფოფხაძე - უკან დასახევი არაფერი მჭირს

გედევან ფოფხაძე - უკან დასახევი არაფერი მჭირს

მე უკან დასახევი არაფერი მჭირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრის დროს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა ისაუბრონ „ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი“.

„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეურაცხყოფილია ჩემი განცხადებით, ეს პერსონალურად თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი. მათ უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ დამეტოვებინა უმრავლესობა. ჩემი მანდატი 76-ე მანდატი იყო მაშინ უმრავლესობისთვის და უმრავლეოსობა შენარჩუნდა სწორედ ამის ხარჯზე.

მე არა მგონია, რომ რაიმე წინასწარი პირობები უნდა დავაყენო. მე მგონია, რომ პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ და ვნახოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

არსებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე ბაქოში იმყოფება.

გასულ კვირას, გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო პროტესტი გამოთქვა და უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები