"გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას მედავება და ამასთანავე, 45 აბი ნარკოტიკული საშუალება შემომქონდა ჯიბით? ეს რა ლოგიკაა?"

"გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას მედავება და ამასთანავე, 45 აბი ნარკოტიკული საშუალება შემომქონდა ჯიბით? ეს რა ლოგიკაა?"

გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას მედავება და ამასთანავე, 45 აბი ნარკოტიკული საშუალება შემომქონდა ჯიბით? ეს რა ლოგიკაა? - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გიორგანაშვილი გამოეხმაურა როგორც გამოტანილ განაჩენს, ასევე პროკურატურის მიერ წარდგენილ ახალ ბრალს და მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა. გიორგი გიორგანაშვილმა აღნიშნა, რომ უფრო დეტალურად მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის შესახებ ის მომდევნო სხდომებზე ისაუბრებს.

დღეს სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წაეკითხა, თუმცა მათ პროცესის გადადება მოითხოვეს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 15 მაისს, 12:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. 2 აპრილს კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. ამჯერად მას გამოძიება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს