უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, ხოშარაულის, ტრანსპორტის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების VII ქუჩის (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ფაღავას და გუმათჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯანჯღავას და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის, ანდღულაძის, ნატახტარის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, პეტეფის და კვაჭანტირაძის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, გუთნის და ქურხულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება სამგორის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ლოტკინის სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი