თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოებზე - რატომ ხურავს ბიზნესმენი ძაღლების თავშესაფარს

თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოებზე - რატომ ხურავს ბიზნესმენი ძაღლების თავშესაფარს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესმენმა და ძაღლების თავშესაფარის დამაარსებელმა ცოტა ხნის წინ მიიღო, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გავრცელდა - როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ელიზბარაშვილი თავშესაფრის თანამრომლებს. ამასთან, ფეისბუქზე კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც თამაზ ელიზბარაშვილი კომენტატორ დიმა ობოლაძე ელაპარაკება.

ვიდეოში ობოლაძე საგურამოში ნაპოვნი ლეკვების შესახებ ურეკავს ელიზბარაშვილს და მათ თავშესაფარში დატოვებას სთხოვს. თავშესაფრის მფლობელი მას აგრესიულად მიმართავს: "თუ საყვირი იქნები დაგიყვირებ კიდეც, დამაცადე... არ უნდა გითხრა ახლა საყვედური ვაკე-საბურთალოზე ვარო? მანდ არის თავშესაფარი? 2015 წლის 13 ივნისი შენ არ გაგიგია ალბათ, მანდ ჩემი 2 თანამშრომელი დაიხრჩო ბიჭო! გამინადგურა ყველაფერი წყალმა. ვინ გამოგიშვა ძმაო? ტელევიზორი არ იცი, გაზეთი არ წაგიკითხია, არაფერი გაგიგია ჩვენ შესახებ? რა უნდა ვუყო ახლა ამას... აზრზე ხართ, ბ...შვილი ვიყო?!" - მიმართავს ვიდეოში ელიზბარაშვილი ობოლაძეს და უცენზურო სიტყვებს იყენებს საუბრისას.

"რეიტინგი" თამაზ ელიზბარაშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა:

"იცით 2015 წელს სტიქიამ როგორ დამაზარალა, ფაქტიურად სრულად განადგურდა ძაღლების თავშესაფარი. მე სტიქიამ ვერ გამტეხა, ხალხს არაერთხელ მოვუწოდე გვერდით დამიდექით-მეთქი, მაგრამ არავინ არ დამიდგა გვერდით. ამის მიუხედავად მაინც ავაშენე მეორე თავშესაფარი, ყველაფერი საკუთარი ჯიბით გავაკეთე... ის კადრები რაც დღეს გავრცელდა კულმინაცია იყო. ამიტომ გადავწყვიტე და თავშესაფარს ვხურავ.

- ვინ გაგივრცელათ ეს ჩანაწერები?

- ბოროტი ადამიანების ნამოქმედარია ეს. მე ასეთი წესი მაქვს, როცა თავშესაფარში მივდივარ ლაივი მაქვს ჩართული და ხალხის შეკითხვებს ვპასუხობ. ასე მოხდა იმ დღესაც, როცა დიმა ობოლაძემ დამირეკა. მე გამაღიზიანა იმ ფაქტმა, როგორ არ იცოდა დიმამ სვანიძის ქუჩა დანგრეული რომ იყო, ჯებირებიც კი არ არის აქ. ჩემი ემოცია გამოვხატე და ვიღაცამ ეს მომენტი სათავისოდ მოჭრა ვიდეოდან. ამის გაგრძელება ის იყო, რომ მე და დიმა შევხვდით კაიროს ქუჩაზე, ლეკვები გადმომცა და თავშესაფარში დაგვიტოვა. ბოდიშიც მოვუხადე ემოციურობისთვის.

მეორე ვიდეოს რაც შეეხება, დიღმიდან დამირეკეს, აღმაშენებლის ხეივანში ძაღლი არის ბოძზე მიბმულიო. მივედი და დავურეკე ჩემს ჯგუფს, ვუთხარი უპატრონოდ არის ძაღლი დატოვებული, საჭირო აღჭურვილობა წამოიღეთ და მოდით-მეთქი. მოვიდა ჩემი ორი თანამშრომელი, გოგო და ბიჭი. ეს კაცი ნასვამი იყო და დაავიწყდა აღჭურვილობის წამოღებაც. როცა ვკითხე, ასე რატომ იქცევი-მეთქი, მითხრა ასეთი ხოში მაქვსო და ამაზე ავღელდი განაგრძეთ კითხვა

"ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები იქნება" - ამირან გამყრელიძე

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა

"თუ ბევრი გახდება ავად კორონავირუსით, სამწუხაროდ, ბევრი გარდაიცვლება" - პაატა იმნაძე